27 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტ „საქართველოს მოხალისის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews “-ის მხარდამჭერით, მოხალისეთა კოორდინატორებმა ელისო ბასილაიამ და სალომე გვაზავამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს გააცნეს პროექტის გეგმები, რომლის მიზანია საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება, მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა განუცხადეს ახალგაზრდებს პროექტის განხორციელებაში და წარმატებები უსურვეს მათ მომავალ საქმიანობაში.