31 მაისს მსოფლიოში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ აქციას ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სასკოლო ქსელების პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების და სპორტის მუნიციპალური კათედრებისა და მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების ჩართულობით „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“ ხობშიც აღინიშნა სხვადასხვა ღონისძიებებით: სპორტული მარათონით, მოეწყო გამოფენა-აქცია და დასასრულს გაიმართა სპორტული შეჯიბრება - „ეთამაშე მასწავლებელს“. ღონისძიების ფარგლებში აქცენტები გაკეთდა თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკ-ფაქტორებზე, რითაც პოპულარიზაცია გაეწია ჯანსაღი ცხოვრების წესს.
მარათონში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები (60-70 მოსწავლე), შერჩეული მარშრუტით: ქ.ხობი ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე კოლხეთის სვეტიდან - ხობის კულტურის სახლის წინ მდებარე მოედნამდე. ამ ღონისძიებით, ერთგვარი შეჯამება გაკეთდა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის, რომელიც მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლაში გაიმართა: „არა თამბაქოს“ ,„არა სიძულვილის ენას“ ,„არა ნარკოტიკს“ ,„არა ძალადობას“, ამ პროექტების ფარგლებში სპორტის სხვა და სხვა სახეობებში ჩატარდა არაერთი შეჯიბრი.
ღონისძიებას ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ.