26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტურნირში ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში ფინალური მატჩი გაიმართა ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხეთისა და საჯიჯაოს საფეხბურთო გუნდები. მატჩის ძირითადი დრო დაფიქსირდა ფრე 1:1, ხოლო პენალტების სერიით ტურნირის გამარჯვებული გახდა ხეთის საფეხბურთო გუნდი. მესამე ადგილი დაიკავა ხობის საფეხბურთო გუნდმა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულ გუნდებს გადასცეს ფულადი პრიზები, სამახსოვრო თასები და სიგელები.