27 მაისს ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ახალგაზრდული იდეის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტივობის გაზრდას. სხვადასხვა პროექტში ჩართული იყო ხობის N-2 , თორსის, საჯიჯაოს N-1, ხეთის, შუა ხორგის, ქარიატის, შავღელეს საჯარო სკოლები. მათ გრანტის სახით მიიღეს თანადაფინანსება 500-800 ლარის ფარგლებში, რითაც სხვადასხვა თემში არსებული სხვადასხვა პრობლემა გადაიჭრ. კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხობის საგანმანათლებრო რესურსცენტრის თანამშრომლები. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ახალგაზრდა აქტივისტებს პროექტის განხორციელებაში.