• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

იანვარი 8, 2015

თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის განცხადება ტესტირების შესახებ

2015 წლის 8 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსების მეორე ეტაპის - ტესტირების ჩატარების პირობებისა და გრაფიკის შესახებ.
სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“ შეთანხმებით, კომისიის გადაწყვეტილებით, ტესტირება ჩატარდება 10, 11 და 12 იანვარს, ქ. ზუგდიდში, იუსტიციის სახლში (თეატრის ქ. N2).
დაინტერესებულ პირს, დამატებითი ინფორმაცია ტესტირების შესახებ შეუძლია იხილოს ვებ-გვერდის საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართზე:http://khobi-sakrebulo.ge/…/20…/dekemberi/shedegebi/ii-etapi
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსის მეორე ეტაპის - ტესტირების გრაფიკი:

იანვარი 6, 2015

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ მართლმადიდებლური სამყაროს უდიდეს დღეს - შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღვთისმშობლის ლოცვით თანდართულ მაცხოვრის დაბადების დღეს, რომლითაც დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა.
იმედი და უფლის რწმენა, სიკეთე და ღვთის წყალობა გინათებდეთ გზას თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. მშვიდობა, დღეგრძელობა და ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა.
ერთად ვილოცოთ და ვიღვაწოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისათვის.

დეკემბერი 31, 2014

საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ანგარიში

31 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობისა და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები. 
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე განხილულ იქნა ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი და ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტს გამოეყო თანხა 49400 ლარის ოდენობით, რისი ასახვაც მოხდა აღნიშნულ პროექტში.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

დეკემბერი 31, 2014

აღმავლობისა და წარმატებების წელი ყოფილიყოს!

ძვირფასო ხობელებო, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დამდეგი შობა-ახალი წლის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქართველი ხალხისთვის  ახალი წლის მობრძანება, ტრადიციულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  და საყვარელია, ვინაიდან ეს ასოცირდება უკეთესობისკენ მუდმივ სწრაფვასთან, საუკეთესო შედეგების მისაღწევად. საქართველო, ამ მხრივ ისტორიულად, მყარად დგას უძველეს საყრდენებზე, ეს ის ღირებულებებია, რომლებმაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო ცივილიზაციაში და მოგვიყვანა დღემდის. სწორედ ამ გენეტიკურმა ძალამ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენი მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში, რათა ვაშენოთ ქართულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს თანამედროვე დემოკრატიულ და თავისუფალ მსოფლიოში.

ხობის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას გვაქვს რეალური საფუძველი, რომ ჩვენს მოსახლეობას მივმართოთ საახალწლო დაპირებით: 2015 წელი იქნება ეკონომიკური აღმავლობისა და წარმატებების წელი, ვინაიდან ამ დროისათვის სხვა მნიშვნელოვან  პროგრამებთან ერთად განხორციელდება ინფრასტრუქტურული  პროექტები, რომელიც აუცილებლად პოვებს პოზიტიურ ასახვას ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. გისურვებთ, რომ დამდეგი ახალი წელი ყოველი თქვენთაგანის ოჯახისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, დღეგრძელობის, ბარაქის, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი.

ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

დეკემბერი 30, 2014

საახალწლო საჩუქრები სათნოების სახლის ბენეფიციარებს

30 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავამ, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრიამ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს სათნოების სახლის ბენეფიციარებს, უსურვეს მათ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელისუფლების მხრიდან მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას დაპირდნენ მათ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სათნოების სახლის 120 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ასევე შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ დირექციამ ბენეფიციარებისთვის საახალწლო საჩუქრად სათნოების სახლის სამზარეულოს გადასცა 699 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების მარაგი.

დეკემბერი 30, 2014

საკრებულოს სხდომის ანგარიში

30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები. 
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე განხილულ საკითხთაგან მნიშვნელოვანი იყო „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც მომავალი წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 6271,2 ათასი ლარით და რომლის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სოციალური პროგრამების დაფინანსება. 
მომდევნო საკითხად განხილულ იქნა და დამტკიცდა „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდომარეობისა და ხელშეწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამა“ პროგრამით მოსარგებლე განსაზღვრულ პირთა წრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 353950 ლარი. ასევე დამტკიცდა „2015 წლის ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამა“ რომელიც ითვალისწინებს დამატებით ამბულატორიულ მომსახურეობას ხობის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა
საკრებულომ ასევე მიიღო განკარგულება ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონების (მათ შორის შენობა-ნაგებობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა) და სამსახურებრივი დოკუმენტაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ- საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ წლის ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

დეკემბერი 30, 2014

საახალწლო ზეიმი მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლში

ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა საახალწლო საბავშო ზეიმი, სადაც მონაწილეობდნენ ამავე სახლის მოსწავლე ახალგაზრდები. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის საახალწლო სიმღერები, ცეკვები ლექსები და ლიტერატურული წარმოდგენები, ასევე გაიმართა სამხატვრო ხელმძღვანელების დახმარებით, ნორჩ მხატვართა მიერ შექმნილი ესკიზების ჩვენება, პატარა მოდელების შესრულებით. ღონისძიების მსვლელობისას მეკვლემ დალოცა მონაწილეები და ბედნიერი ახალი 2015 წლის დადგომა უსურვა. ბოლოს კი თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრებით დაასაჩუქრა ბავშვები.

დეკემბერი 29, 2014

საახალწლო საჩუქარი დევნილ ბაშვებს

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ ყოფილი ხობის საცურაო კომპლექსში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ბავშვები მოინახულეს და საკუთარი ხარჯებით ბავშვებს საახალწლო განწყობის ასამაღლებლად საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა დიდი სიხარული გამოხატეს მოულოდნელად გაკეთებულ საჩუქრებზე და მათ მადლობის ნიშნად ლექსები უსახსოვრეს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

დეკემბერი 29, 2014

ბიუროს სხდომის ანგარიში

2014 წლის 29 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, 
სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 3 დეკემბრის 06/1895 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ნოემბრის შესრულების ანგარიშის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ტ. ალექსანდრიას და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის შ. სირაძის (N207 04.12.2014) განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ დადგენილების პროექტისა და „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის ინიცირების შესახებ)
(მომხსენებლები: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 19 დეკემბრის 06/2072 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 29 დეკემბრის 06/2113 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტებისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 29 დეკემბრის 06/2116 წერილის განხილვა („ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 29 დეკემბრის 06/2117 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 29 დეკემბრის 06/2118 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 29 დეკემბრის 06/2119 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2014 წლის 30 დეკემბერს 10:30 საათზე.

დეკემბერი 29, 2014

მზრუნველობისა და დახმარების პროგრამა გრძელდება

29 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილების უფროსმა ბადრი ჭითაშვილმა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N291 დადგენილების შესაბამისად სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს გადაუდებელი პირველადი დახმარების სახით შუა ხორგაში მცხოვრებ სვეტლანა დუდკოს, ჭალადიდში მცხოვრებ მთვარისა გიგაშვილსა და ქ. ხობში მცხოვრებ ნონა მირცხულავას ოჯახებს გადასცეს სოლიდური პაკეტი: გაზქურა, საკვები პროდუქტების მარაგი, სასკოლო ინვენტარი და საწოლი.
ასევე, საქართველოს პარლამენტის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ტრადიციული საქველმოქმედო საახალწლო პაკეტი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გადასცეს მრავალშვილიან დედებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვეტერანებს, 100 წელ გადაცილებულ მოხუცებს და მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.

დეკემბერი 29, 2014

საახალწლო ზეიმი შუა ხორგისა და ქარიატის ბაგა-ბაღებში

29 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ქარიატის მაჟორიტარი დეპუტატი კახა მიქაბერიძე და გამგებლის წარმომადგენელი ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი ბერაია საახალწლო ზეიმზე სტუმრობდნენ შუა ხორგისა და ქარიატის ბაგა-ბაღებს. საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და როგორც, შუა ხორგის მაჟორიტარმა დეპუტატმა შემდგომი თანადგომა და მზრუნველობა აღუთქვა ბაღის აღსაზრდელებს და მშობლებს, ამასთან პირადად გადასცა საახალწლო საჩუქრები მათ.
საინტერესო საახალწლო სანახაობა წარმოადგინეს ქარიატის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდლებმაც, რომლებსაც ასევე გადაეცათ საახალწლო საჩუქრები. დასასრულს პედაგოგებმა და მშობლებმა საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივ ხელისუფლებას მზრუნველობისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.

დეკემბერი 29, 2014

საკრებულოს სხდომა

ხობის მუნიციპალიტეტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2014 წლის 30 დეკემბერს 10:30 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

დეკემბერი 26, 2014

კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

26 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა კონკურსში მონაწილე  კანდიდატთა განცხადებები. საკრებულოს აპარატში არსებულ 7 ვაკანსიაზე, სულ შემოვიდა 150 განცხადება. აპლიკაციების გადარჩევის შედეგად მეორე ეტაპზე გადავიდა 92 აპლიკანტი, ხოლო 58 განცხადებამ ვერ დააკმაყოფილა კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნები. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განცხადებების (აპლიკაციების) გადარჩევის შედეგად საკრებულოს აპარატში არსებულ ვაკანსიებზე მეორე ეტაპზე გადასულ პირთა სია იხილეთ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდებზე http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2014-tseli/dekemberi/shedegebi/i-etapi#.VJ1ibsjs 

დეკემბერი 25, 2014

საახალწლო ზეიმები საბავშვო ბაგა-ბაღებში

25 დეკემბერს ხობის N2 და ქვემო ქვალონის საბავშვო ბაგა-ბაღებში გაიმართა საახალწლო ზეიმი. ბაღის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს საინტერესო და ულამაზესი სანახაობა და განასახიერეს ზღაპრული საახალწლო სამყარო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და სხვა ხელმძღვანელი პირები.

დეკემბერი 25, 2014

საახალწლო პროგრამა

25 დეკემბერი - საახალწლო კონცერტი სამუსიკო სკოლა - 16:00 სთ.
25 -31 დეკემბერი - საახალწლო ზეიმები და გამოფენები მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.
26 დეკემბერი-თოჯინების სპექტაკლი - მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი - 16:00 სთ. 
27 დეკემბერი მუსიკალური აქცია-საახალწლო ნაძვის ხესთან
,, ძველი წლიდან ახალ წლამდე ‘’
29 დეკემბერი- იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბავშვთა სახელწიფო თეატრის სპექტაკლი ,,ოქროს წიწილა“
კულტურის სასახლის დიდი დარბაზი დასაწყისი 16:00 სთ
30 დეკემბერი- საახალწლო ლიტერატურულ- მხატვრული პროგრამა .
მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი. დასაწყისი 12 .00საათზე
31 დეკემბერი 17:00 სთ-დან 
საბავშვო შოუ - პროგრამა ,,მოდით, ერთად შევხვდეთ ახალ წელს!“
კულტურის სახლი. 
ახალგაზრდული მუსიკალური ბენდის ,,2015 წლიდან“ პრემიერა
საახალწლო ფეიერვერკი
პოპულარული ახალგაზრდა ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტი.

  • <<
  • <
  • ...
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By