სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ელექტრონულ მმართველობასა და ელექტრონულ საქმისწარმოებაზე ხობის მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში გადავა, ამისთვის მზადება თითქმის დასრულებულია, პროგრამაში ჩართვისთვის მუნიციპალიტეტმა ყველა აუცილებელი სამუშაოები განახორციელა, მათ შორის განხორციელდა გამგეობისა და საკრებულოს მოხელეთა კომპიუტერული უზრუნველყოფა.
ამ პროექტის ფარგლებში დღეს, 3 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ხობის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით დამატებით 4 ერთეული კომპიუტერი გადასცა, 3 ერთეული გამგეობის სამსახურებისთვის, ხო