27 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის: საკრებულოს წევრის ლაშა გვასალიას პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. შემდეგ საკითხად განხილულ იქნა დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, აღნიშნული აქტების მიღების საფუძველი გახდა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ნაცვლად საკრებულოსი, დადგენას საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ შემუშავებული წინადადება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთისა“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ რეორგანიზაციის ფარგლებში მათი შერწყმისა და ერთი იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბების შესახებ, აღნიშნულმა საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით გამგებელს მიეცა თანხმობა რეორგანიზაციაზე და არსებული იურიდიული პირების შერწყმის საფუძველზე ახალი ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ დაფუძნების შესახებ. საკრებულოს მიერ გამგეობას ასევე მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე N6 სასწავლო კორპუსზე მიშენებული ორი ნაგებობის, რომელიც სრულად ამორტიზებულია და ექსპლუატაციისთვის უვარგისი, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, შენობის დემონტაჟისა და ტერიტორიის ნარჩენებისაგან გაწმენდა განხორციელდეს აუქციონის წესით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.