2 სექტემბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხონის „იმერეთი“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობის „კოლხეთს“ და მის გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს მათ.