13 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელთა გუნდი, ხობის დედათა მონასტერს სტუმრობდა. ფეხბურთელებმა, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარ დეკანოზ ილიას (ლომაია) და მონასტერში მოღვაწე დედების ლოცვა-კურთხევით მოილოცეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავების და სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულების სურვილი გამოთქვეს.
აქციაში ფეხბურთელები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ. მათი თქმით აქცია არ ატარებს ერთჯერად ხასიათს და ის მომავალშიც განხორციელდება.