2015 წლის 27 აგვისტოს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 28 ივლისის N06/1293 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშოწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 11 აგვისტოს N06/1376 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივლისის თვის შესრულების თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 11 აგვისტოს N06/1378 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პროფესიული სწავლების ცენტრის ტერიტორიაზე N6 სასწავლო კორპუსის შენობაზე მიშენებული ორი შენობის დემონტაჟის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლ. გვასალიას (N237 11.08.2015) განცხადების განხილვა (საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 აგვისტოს N06/1445 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტების შესახებ)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 24 აგვისტოს N06/1456 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთისა” და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
7. „საკრებულოს წევრის ლაშა გვასალიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 27 აგვისტოს 13:00საათზე.