საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრაზილიაში ქალაქ სალვადორ დე ბაიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. შეჯიბრების პირველ დღეს ვერცხლის მედალი ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ (50) მოიპოვა. მან ფინალამდე 3 ძლიერი შეხვედრა იჭიდავა, პირველი შეხვედრაში ნუგზარმა უნგრელ სპორტსმენს 10:0 სძლია და გადაინაცვლა 1/4 ფინალში სადაც აზერბაიჯანელი ნოლალ ბაბევი დაამარცხა 5:2, ნახევარფინალში მან უზბეკი სპორტსმენი დაამარცხა 6:4, ფინალში მისი მეტოქე ირანელი რეზა ხედრი იყო. საბოლოოდ ნუგზარ წურწუმიამ მსოფლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 60 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა 53 ქულით, მესამეზე რუსეთი 47.