ხობში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 2 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრნენ და გამგებლის წარმომადგენელთან ლევან ლიპარტიასთან და საკრებულოს წევრთან ნოჯიხევის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან გოჩა სიჭინავასთან ერთად ორივე საბავშვო ბაღში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
ნოჯიხევის N1 საბავშვო ბაღში წელს მოწესრიგდა სველი წერტილები. სამუშაოები, რომლის ღირებულება 6000 ლარია ი.მ „ბადრი ბუკიამ“ შეასრულა. N2 საბავშვო ბაღისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოფილ სკოლის შენობას უტარდება. პროექტის რომლის ღირებულება 53 200 ლარს შეადგენს, შპს „გილანი XXI“ ასრულებს.
2015 წელს ხობის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 14 საბავშვო ბაღს უტარდება.