2015 წლის 24 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ/შ-ის ვ. გაბედავას 2015 წლის 11 დეკემბრის N04/2061 და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 16 დეკემბრის N04/2087 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მ. გელანტიას (15.12.2015 N419) განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო და სოციალურ საკითხთა კომისიებში გაწევრიანების თაობაზე.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 10 დეკემბრის N09/2053 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ.
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 10 დეკემბრის N05/2115 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (თხოვების) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 დეკემბრის N04 /2131 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 დეკემბრის N03/2140 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის შ. სირაძის (23.12.2015 N72) განცხადების განხილვა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 24 დეკემბრის N03/2140 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტებისა და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტების შესახებ)
(მომხსენებლები: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე;
ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
10. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)