2015 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1.N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მ. ლომაიას 2015 წლის 9 ნოემბრის N29/5015 წერილის განხილვა (გურიფულის თემის N66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2015 წლის 31 ოქტომბერს გამართული ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შესახებ)
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 13 ნოემბრის N04/1888 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტისა და ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის და 2017-2019 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ“)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
3.ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 17 ნოემბრის N04/1901 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ოქტომბრის შესრულების თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
4.ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 19 ნოემბრის N05/1922 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“; „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე“; „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის N61 განკარგულებაში ცვლილების შესახებ“; „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“; „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 თებერვლის N15 და 2013 წლის 28 თებერვლის N6 განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)