• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ოქტომბერი 18, 2013

ფესტივალი „მრავალჟამიერი“ საჩხერის მუნიციპალიტეტში

17 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპლიტეტში  სრულიად საქართველოს პირველი ფესტივალი „მრავალჟამიერი“ გაიმართა, რომლის მიზანი იყო ქართული, უნიკალური, პოლიფონიური მრავალჟამიერის მომავალი თაობებისათვის შემონახვა და პოპულარიზაცია. კონცერტში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულმა ანსამბლებმა, რომლებმაც შეასრულეს  თავიანთი კუთხისთვის  დამახასიათებელი „მრავალჟამიერი“. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმმა „კოლხეთი“(ხელმძღვანელი ნ.ზარანდია), სიმღერით „მეგრული მრავალჟამიერი“. ანსამბლმმა ჟიურისა და მსმენელების  დიდი მოწონება დაიმსახურა და მონაწილეები  ფესტივალის დიპლომებითა და პრიზით დაჯილდოვდნენ.

 ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ფოლკლორის სახელობის ცენტრი, საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და გამგეობის კულტურის სამსახური.

ოქტომბერი 15, 2013

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი მოსწავლეთა სახლში

პარიზში იუნესკო-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით 5 ოქტომბერი მასწალებელთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ საქართველოში, წლებია მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება. ქ. ხობის მოსწავლეთა სახლის მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელებმა(ხელმძღვანელი მაია კუჭავა )მოიწვიეს მასწავლებლები და ლამაზი ზეიმი მოუწყვეს. მაღალი ინტელექტი, მეთოდური ოსტატობა ,დიდი ნებისყოფა, ტაქტი, სამართლიანობა, ბავშვების სიყვარული, კეთილშობილება, აი ის თემები,რომელზეც მოსწავლეებმა ისაუბრეს.ისინი აღმზრდელებს მიესიყვარულნენ, ლექსები წაუკითხეს და დასასრულს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მასწავლებლებმაც თავის მხრივ, დიდი სიყვარული გამოხატეს და მადლობა გულთბილი სიტყვებით გადაუხადეს მოსწავლეებს.

ოქტომბერი 12, 2013

„კივიტას გეორგიკას“ ტრენინგი სააღმზრდელო გაერთიანების ცენტრში

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ 12 ოქტომბერს ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანების ცენტრში, პროექტის ფარგლებში „ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა სკოლმდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის“ ხობისა და მარტვილის აღმზრდელ-მასწავლებლებისთვის ორდღიან ტრენინგს ატარებს. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ტრენინგის მიზანია სკოლამდელ ასაკის ბავშვებში განათლების ხარისხის ამაღლებისა და სააღმზრდელო-დიდაქტიკური მუშაობის მეთოდოლოგიის დანერგვა. ტრენინგს ატარებენ „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენლები: პროექტის კონსულტანტი ოლღა მუსხელიშვილი და ფსიქოლოგი ანა კალანდაძე.

ოქტომბერი 11, 2013

რეგიონული რაგბის ფესტივალი ხობში გაიმართება

საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით 12 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება 2001-2002 წლებში დაბადებულ გოგონათა და ჭაბუკთა შორის რაგბის  რეგიონული ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ საქართველოს 12 ქალაქის მორაგბეთა გუნდი. თამაშები ჩატარდება საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით. ფესტივალის მიზანია რაგბის პოპულარიზაცია, თამაშის წესების სწავლება და ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების სრულყოფა. ფესტივალზე გამარჯვებული გუნდი არ ვლინდება. თამაშის  ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს რაგბის კავშირი თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. ფესტივალს უმასპინძლებს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის რაგბის ჯგუფი. მწვრთნელ-მასწავლებლები რომეო გულუა და მერაბ კიტია.

ოქტომბერი 9, 2013

კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ხობში

9 ოქტომბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის  კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრაზე მოსულ ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ეკონომიკის გაძლიერებაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სოციალური პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა. მმართველი კოლიციის საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრების ჩასატარებლად ქალაქ ხობიდან ქალაქ ზუგდიდში გაემგზავრა.

ოქტომბერი 8, 2013

ხობის „კოლხეთი“ ხელვაჩაურის „მაჭახელას“ დაუპირისპირდა

8 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი გაიმართა. სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები ხობის „კოლხეთი“ და ხელვაჩაურის „მაჭახელა“ დაუპირისპირდა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

ოქტომბერი 4, 2013

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მომავლის ხედვა“ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა

4 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მომავლის ხედვა“  შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოწვეული იყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და პრესის წარმომადგენლები. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც მოიცავდა  ხალხისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს. ორგანიზაციის მიზანია მიიღოს  მეტი ინფორმაცია მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე და ერთგვარი მედიატორის როლი შეასრულოს თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის. შეხვედრამ  კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მომავალში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. 

ოქტომბერი 2, 2013

გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის

ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ევროპის ქვეყნებში და მათ შორის  სქართველოში გრიპის სეზონი იწყება 2013 წლის მე-40 კვირიდან და გრძელდება 2014 წლის მე-20 კალენდარულ კვირამდე. მათივე განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის ყველა სამედიცინო დაწესებულება, გაცემულია სათანადო რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის ცენტრი  მზად არის  სამედიცინო ქმედებების გასატარებლად.

ოქტომბერი 1, 2013

ხობელი ფეხბურთელების წარმატება ქედაში

1 ოქტომბერს ქედის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს  XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის I ლიგის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის „კოლხეთი“ და ქედის  „ბეთლემი“. მატჩი ხობელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გატანილი გოლების ავტორები არიან: ოთარ ფიფია და თორნიკე  ღლონტი.

სექტემბერი 29, 2013

ხობის VI საერთაშორისო ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე“

ქ. ხობმა  მეექვსედ უმასპინძლა ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო ფესტივალს „სიმღერა სამეგრელოზე, რომელიც 28 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა და ორი დღეა გრძელდება. ღონისძიება   ფონდ „ხობის“ პატრონაჟით და მაჟორიტარი დეპუტატის,  გოდერძი ბუკიას ეგიდითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. იგი მეგრული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფოლკლორის განვითარების საქმეში. პროექტის ფარგლებში  „მზიურის ფესვებიდან“, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ლეგენდარული „მზიურის“ ყველა თაობის წარმომადგენელმა. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართა კონცერტი სამეგრელოს რეგიონის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით. გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა ფაცხებში დაეგემოვნებინათ მეგრული კერძები. ფესტივალს კულტურის სამინისტროსა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ   ხობის საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა  ფონდ „ხობის“ გამგეობის წევრი ბატონი ბადრი ბერაია, ბიზნესმენები - ბატონები  მერაბ ჭოჭუა  და თენგიზ ხარებავა. ფესტივალის დასასრულს გაიმართა  გალა კონცერტი   ანსამბლ „მზიურის“ შესრულებით.

სექტემბერი 27, 2013

ბიუროს სხდომა

27 სექტემბერს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:

1. საქართველოს პარლამენტის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის რ. წულაიას 2013 წლის 26 სექტემბრის N12 წერილის განხილვა (ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურების წარმოდგენის თაობაზე)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

სექტემბერი 27, 2013

ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა

27 სექტემბერი არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა. 335 წელს რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.

   დღეს ყოველი მორწმუნე განსაკუთრებით გამოხატავს ჯვრის თაყვანისცემას და სასოებით მიმართავს უფალს: „ჯვარსა შენსა თაყვანსა ვსცემთ მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენთა ვუგალობთ და ვადიდებთ“.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყველას გილოცავთ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს, ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

სექტემბერი 27, 2013

27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა…

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებსა  და რუს ოკუპანტებს  შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.  1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა... მთლიანად ომმა აფხაზეთში 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.

27 სექტემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღე, სოხუმის დაცემის დღე. ეს დღე ყოველთვის უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც გმირულად შეეწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას.

სექტემბერი 26, 2013

გილოცავთ წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეს!

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ წმიდა დიდმოწამე ქეთევანის (+1624) ხსენების დღეს!

სექტემბერი 25, 2013

საკრებულოს სხდომა

25 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა  საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, გამგეობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

სხდომაზე განხილულ იქნა 8 საკითხი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე;

თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მ/შ)

3. „საკრებულოს წევრის - გოჩა ქაჯაიას უფლებამოსილების ვადამდე  შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. „ფრაქცია „მაჟორიტარის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

5. „ფრაქცია „ხობის“ რეგისტრაციის  შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

6. „ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგისტრაციის  შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის N24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, მომსახურება, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა) კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ივნისის N15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო  კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ივნისის N13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • 173
  • 174
  • 175
  • 176
  • 177
  • 178
  • 179
  • 180
  • 181
  • 182
  • 183
  • 184
  • 185
  • 186
  • 187
  • 188
  • 189
  • 190
  • 191
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By