23 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის საჯარო მოხელეები და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კოორდინატორი. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ქარდავამ წარმოადგინა. სხდომაზე მეორე საკითხად კენჭი ეყარა „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტს. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი, რომლითაც საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოიყო ადგილები ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიებისათვის.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.