ხობის NI საჯარო სკოლაში ფოთის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე გოგუაძემ და პროკურორმა ემილიანე ბერაიამ მე-11, მე-12 კლასელთათვის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩაატარეს ლექცია-საუბარი ცივი იარაღის უკანონო ტარებასთან, კანონიერ ქურდებთან, ქურდულ სამყაროს წევრობასა და სხვა დანაშაულებებთან დაკავშირებით. საუბრებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სემინარის ბოლოს პროკურატურის თანამშრომლებმა აქტიურ მოსწავლეებს სიგელები გადასცეს და შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
ლექცია-სემინარის მიზანი იყო უფროსკლასელებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ზნეობრივი თვითშეგნების განვითარება.