30 აპრილს ქართული არმია დაარსებიდან 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო.
2013 წელს შეიარაღებულ ძალებში ხობის მუნიციპალიტეტიდან გაწვეულ იქნა დაახლოებით 95 წვევამდელი, ხოლო 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე დღეის მდგომარეობით გაწვეულია 21 წვევამდელი. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ქართულ არმიას პროფესიულ დღეს და უსურვებს ქვეყნის სასიკეთოდ გაძლიერებას.