28 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 14-მა მოსწავლემ. კონფერენცია მუშაობდა სამი მიმართულებით: I-ფოლკლორის შემსწავლელი სექცია, II-სამოქალაქო განათლების შემსწავლელი სექცია, III- მე-20 ს-ის ქართველ სასულიერო მოღვაწეთა ცხოვრების შემსწავლელი სექცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეაფასა შექმნილმა კომისიამ (თავმჯდომარე მახარე ჩოკორაია) და სხვადასხვა ჯგუფებიდან გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. კონფერენციის ჩატარება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავებას, ინდივიდუალური საკვლევაძიებო სამუშაოების საჯაროდ წარმოდგენის ჩვევების შემუშავებას და ნიჭის განვითარების ხელშეწყობას.