22 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა ასოციაციის ქუთაისის ფილიალთან დაგეგმილ ავტოტურის ფარგლებში შევხვედრა გამართა ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, რომელიც გაიმართა პროექტ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. აქცენტი გაკეთდა 4 მთავარ საკითხზე: მიგრაცია და განვითარება; მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; მიგრანტთა უფლებების დაცვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილეები: ვარაზ გაბედავა, მახარე ჩოკორაია და სხვა ხელმძღვანელი პირები.