1 ნოემბერს ქალაქ მარტვილში გაიმართა რეგიონალური ტურნირი მძლეოსნობაში მაია აზარაშვილის თასზე. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეულ სპორტსმენებთან ერთდ ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსნობის ჯგუფის ნაკრებმა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა (მწვრთნელ-მასწავლებელი ინდირა გრიგოლიანცი).
შეჯიბრი ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა ხობელი მძლეოსნებისთვის:
2000 მეტრ გარბენში I ადგილი დაიკავა გოგა ცხადაიამ.
600 მეტრ გარბენში II ადგილის მფლობელი გრიგოლ ახალაია გახდა, ხოლო 1000 მეტრ გარბენში III ადგილს მარიამ ჩხენკელი დასჯერდა .
რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრს, მონაწილე რვა გუნდს შორის განათლების ცენტრის გუნდმა III ადგილი დაიკავა.
ტურნირის დასასრულს გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.