• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

October 25, 2013

დავით ნარმანიამ ახალი ხიბულის თემში ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინის სარებილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა (EN)

24 ოქტომბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია  ახალი ხიბულის თემს ესტუმრნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ  ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის ცხრაკილომეტრნახევრიან მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს.ხობის საჯიჯაოსა და ლესიჭინეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 16 ივნისს დაიწყო. ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება სამი მილიონ სამასი ათას ლარს შეადგენს. საგზაო სამუშაოებს შ.პ.ს. „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოები 1 დეკემბერს დასრულდება.

October 21, 2013

ქ. ზუგდიდში ხობელმა მძლეოსნებმა გუნდური I ადგილი დაიკავეს (EN)

 20 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურნირი მძლეოსნობაში. სადაც  მონაწილეობა მიიღო რეგიონის 9 გუნდმა, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა. შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი მძლეოსნებისთვის.  სიგრძეზე ხტომაში - I, ხოლო 60 მ და 200 მ გარბენში II ადგილი დაიკავა გიორგი ახალაიამ; სიგრძეზე ხტომაში I ადგილი დაიკავა  მარიამ შონიამ, II ადგილი მეგი ლატარიამ; 60 მ გარბენში II ადგილი მანონი საღარაძემ;  ამანათრბენში გუნდური I ადგილი დაიკავეს ბიჭების გუნდმა, ხოლო გოგონებმა II ადგილი. საერთო ჯამში ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა რეგიონის გუნდური I ადგილი.
ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს თასებით, მედლებითა და სიგელებით.

October 19, 2013

ქ. მარნეულში „ძიუ-დოს“ საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა (EN)

ქ. მარნეულში 18-19 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზატორობით ქვემო ქართლის რეგიონში „ძიუ-დოს“ ერთ-ერთი დამაარსებლისა და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეოთხე ტრადიციული გუნდური შეჯიბრი ჩატარდა 1998-99 წწ დაბადებულ სპორტსმენთა შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სასომხეთის, უკრაინისა და ჩვენი ქვეყნის 13 რეგიონის ნაკრებმა გუნდებმა. შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ძიუდოს ჯგუფის მოსწავლე გიგა ჯაჯავასთვის, მან 81 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა (მწვრთნელ-მასწავლებელი რომან მორგოშია). ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და 10 დღიანი სასწავლო-საწვრთნელი შეკრებით.

October 19, 2013

GIZ-ის წარმომადგენლის შეხვედრა დარგობრივ ხელმძღვანელებთან (EN)

19 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფინანსთა სამინისტროსა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ერთობლივი კორდინაციით გაიმართა ხობის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების დარგობრივი სამსახურის უფროსების საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ახალი ფორმის ბიუჯეტში, პროგრამების სფეროების მიხედვით ჩამოყალიბება, დარგობრივი სამსახურების ხელმძღვანელების ინფორმირება პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის, შესრულებაზე კონტროლისა და ანგარიშგების ვალდებულებების შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა GIS-ის სამუშაოების შეხვედრების ფასილიტატორი სულხან თოლორდავა.

October 18, 2013

ფესტივალი „მრავალჟამიერი“ საჩხერის მუნიციპალიტეტში (EN)

17 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპლიტეტში  სრულიად საქართველოს პირველი ფესტივალი „მრავალჟამიერი“ გაიმართა, რომლის მიზანი იყო ქართული, უნიკალური, პოლიფონიური მრავალჟამიერის მომავალი თაობებისათვის შემონახვა და პოპულარიზაცია. კონცერტში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულმა ანსამბლებმა, რომლებმაც შეასრულეს  თავიანთი კუთხისთვის  დამახასიათებელი „მრავალჟამიერი“. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმმა „კოლხეთი“(ხელმძღვანელი ნ.ზარანდია), სიმღერით „მეგრული მრავალჟამიერი“. ანსამბლმმა ჟიურისა და მსმენელების  დიდი მოწონება დაიმსახურა და მონაწილეები  ფესტივალის დიპლომებითა და პრიზით დაჯილდოვდნენ.

 ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ფოლკლორის სახელობის ცენტრი, საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და გამგეობის კულტურის სამსახური.

October 16, 2013

„კივიტას გეორგიკას“ ტრენინგი სააღმზრდელო გაერთიანების ცენტრში (EN)

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ 12 ოქტომბერს ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანების ცენტრში, პროექტის ფარგლებში „ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა სკოლმდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის“ ხობისა და მარტვილის აღმზრდელ-მასწავლებლებისთვის ორდღიან ტრენინგს ატარებს. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ტრენინგის მიზანია სკოლამდელ ასაკის ბავშვებში განათლების ხარისხის ამაღლებისა და სააღმზრდელო-დიდაქტიკური მუშაობის მეთოდოლოგიის დანერგვა. ტრენინგს ატარებენ „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენლები: პროექტის კონსულტანტი ოლღა მუსხელიშვილი და ფსიქოლოგი ანა კალანდაძე.

October 15, 2013

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი მოსწავლეთა სახლში (EN)

პარიზში იუნესკო-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით 5 ოქტომბერი მასწალებელთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ საქართველოში, წლებია მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება. ქ. ხობის მოსწავლეთა სახლის მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელებმა(ხელმძღვანელი მაია კუჭავა )მოიწვიეს მასწავლებლები და ლამაზი ზეიმი მოუწყვეს. მაღალი ინტელექტი, მეთოდური ოსტატობა ,დიდი ნებისყოფა, ტაქტი, სამართლიანობა, ბავშვების სიყვარული, კეთილშობილება, აი ის თემები,რომელზეც მოსწავლეებმა ისაუბრეს.ისინი აღმზრდელებს მიესიყვარულნენ, ლექსები წაუკითხეს და დასასრულს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მასწავლებლებმაც თავის მხრივ, დიდი სიყვარული გამოხატეს და მადლობა გულთბილი სიტყვებით გადაუხადეს მოსწავლეებს.

October 11, 2013

რეგიონული რაგბის ფესტივალი ხობში გაიმართება (EN)

საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით 12 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება 2001-2002 წლებში დაბადებულ გოგონათა და ჭაბუკთა შორის რაგბის  რეგიონული ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ საქართველოს 12 ქალაქის მორაგბეთა გუნდი. თამაშები ჩატარდება საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით. ფესტივალის მიზანია რაგბის პოპულარიზაცია, თამაშის წესების სწავლება და ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების სრულყოფა. ფესტივალზე გამარჯვებული გუნდი არ ვლინდება. თამაშის  ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს რაგბის კავშირი თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. ფესტივალს უმასპინძლებს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის რაგბის ჯგუფი. მწვრთნელ-მასწავლებლები რომეო გულუა და მერაბ კიტია.

October 9, 2013

კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ხობში (EN)

9 ოქტომბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის  კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრაზე მოსულ ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ეკონომიკის გაძლიერებაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სოციალური პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა. მმართველი კოლიციის საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრების ჩასატარებლად ქალაქ ხობიდან ქალაქ ზუგდიდში გაემგზავრა.

October 8, 2013

ხობის „კოლხეთი“ ხელვაჩაურის „მაჭახელას“ დაუპირისპირდა (EN)

8 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი გაიმართა. სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები ხობის „კოლხეთი“ და ხელვაჩაურის „მაჭახელა“ დაუპირისპირდა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

October 4, 2013

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მომავლის ხედვა“ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა (EN)

4 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მომავლის ხედვა“  შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოწვეული იყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და პრესის წარმომადგენლები. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც მოიცავდა  ხალხისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს. ორგანიზაციის მიზანია მიიღოს  მეტი ინფორმაცია მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე და ერთგვარი მედიატორის როლი შეასრულოს თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის. შეხვედრამ  კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მომავალში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. 

October 2, 2013

გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ევროპის ქვეყნებში და მათ შორის  სქართველოში გრიპის სეზონი იწყება 2013 წლის მე-40 კვირიდან და გრძელდება 2014 წლის მე-20 კალენდარულ კვირამდე. მათივე განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის ყველა სამედიცინო დაწესებულება, გაცემულია სათანადო რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის ცენტრი  მზად არის  სამედიცინო ქმედებების გასატარებლად.

October 1, 2013

ხობელი ფეხბურთელების წარმატება ქედაში (EN)

1 ოქტომბერს ქედის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს  XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის I ლიგის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის „კოლხეთი“ და ქედის  „ბეთლემი“. მატჩი ხობელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გატანილი გოლების ავტორები არიან: ოთარ ფიფია და თორნიკე  ღლონტი.

September 29, 2013

ხობის VI საერთაშორისო ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე“ (EN)

ქ. ხობმა  მეექვსედ უმასპინძლა ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო ფესტივალს „სიმღერა სამეგრელოზე, რომელიც 28 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა და ორი დღეა გრძელდება. ღონისძიება   ფონდ „ხობის“ პატრონაჟით და მაჟორიტარი დეპუტატის,  გოდერძი ბუკიას ეგიდითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. იგი მეგრული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფოლკლორის განვითარების საქმეში. პროექტის ფარგლებში  „მზიურის ფესვებიდან“, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ლეგენდარული „მზიურის“ ყველა თაობის წარმომადგენელმა. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართა კონცერტი სამეგრელოს რეგიონის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით. გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა ფაცხებში დაეგემოვნებინათ მეგრული კერძები. ფესტივალს კულტურის სამინისტროსა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ   ხობის საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა  ფონდ „ხობის“ გამგეობის წევრი ბატონი ბადრი ბერაია, ბიზნესმენები - ბატონები  მერაბ ჭოჭუა  და თენგიზ ხარებავა. ფესტივალის დასასრულს გაიმართა  გალა კონცერტი   ანსამბლ „მზიურის“ შესრულებით.

September 27, 2013

ბიუროს სხდომა (EN)

27 სექტემბერს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:

1. საქართველოს პარლამენტის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის რ. წულაიას 2013 წლის 26 სექტემბრის N12 წერილის განხილვა (ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურების წარმოდგენის თაობაზე)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

  • <<
  • <
  • ...
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • 173
  • 174
  • 175
  • 176
  • 177
  • 178
  • 179
  • 180
  • 181
  • 182
  • 183
  • 184
  • 185
  • 186
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By