• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

July 22, 2014

საკრებულოს თავმჯდომარემ შუა ხორგის თემში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა (EN)

22 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ეკონომიკური განვითარების  საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ და შუა ხორგის თემის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა შუა ხორგის თემში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და  დასრულებული მინი სპორტული მოედანი დაათვალიერეს, ასევე ადგილზე გაეცნენ შუა ხორგის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მილის შესახებ ინფორმაციას და დაესწრნენ მისი აღდგენის პროცესს.

July 17, 2014

საკრებულოს სხდომის ანგარიში (EN)

16 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში განახლდა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა უძღვებოდა. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად ცნობის სახით მოსმენილ იქნა საკრებულოს წევრების ვარაზ გაბედავასა და ზაზა ბუკიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობებზე დანიშვნის გამო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია. სხდომაზე დეპუტატებმა ასევე ცნობად მიიღეს შემდეგი ფრაქციების შექმნის შესახებ ინფორმაციები: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“- თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“- თავმჯდომარე მალხაზ ლაგვილავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- თავმჯდომარე თემურ გულუა და „თავისუფალი დემოკრატები“- თავმჯდომარე როსტევან გვარამია. სხდომაზე დამტკიცებულ იქნა შექმნილი კომისიების დებულებები და შემადგენლობები. ასევე განისაზღვრა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხა. სხდომის დასასრულს ლ. გვასალია შემოვიდა ინიციატივით დაარსდეს ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდო, რომელსაც დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ამ საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

July 16, 2014

ჯონი ხეცურიანი მსოფლიო სჩემპიონი გახდა (EN)

სლოვაკეთის ქალაქ სნინაში ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ნორჩმა მოჭიდავემ ჯონი ხეცურიანმა (50 კგ ) (მწვრთნელ-მასწავლებლები: ალმასხან ხუნჯუა, ზვიად ჭითაშვილი) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ჭაბუკ მოჭიდავეს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებზე.

July 14, 2014

მესამე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის ანგარიში (EN)

14 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მესამე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა N 66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მ. ლომაიამ გახსნა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნების შედეგები შეაჯამა, საზოგადოებას წარუდგინა ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და სიტყვა გადასცა უხუცესს საკრებულოს წევრს. სხდომაზე საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და თანამდებობის პირების არჩევის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ იქნა დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები, რის შემდეგ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ედიშერ ჯობავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ - მამუკა ქარდავა. საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომლის დამტკიცების შემდეგ ასევე ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნენ საკრებულოს კომისიი თავმჯდომარები, კერძოდ: სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ნუგზარ შუშანია, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ - ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - გოჩა სიჭინავა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისის თავმჯდომარედ - შოთა სირაძე და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - დოდო გაბუნია.
ახალი მოწვევის საკრებულო 36 წევრით დაკომპლექტდა, სადაც 21 მაჟორიტარულ, ხოლო 15 პროპორციული წესითაა არჩეული. აქედან 25 მანდატი კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 4 მანდატი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 1 მანდატი „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციას“ და 1 მანდატი „არასაპარლამენტო ოპოზიციას“ ერგო. საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანისაციების წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები.

July 7, 2014

მესამე მოწვევის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის პირველი სხდომის დღის წესრიგი (EN)

1. N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

2. დროებითი სამანდატო კომისიის არჩევის შესახებ;

3. ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევის შესახებ;

4. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ;

5. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შესახებ;

6. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევასთან დაკავშირებით საარჩევნო ბიულეტენების ნიმუშებისა და საარჩევნო პროცედურების დამტკიცების შესახებ

7. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ;

8. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ;

9. საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ;

10. საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;

11. საკრებულოს კომისიების დებულებების დამტკიცების შესახებ;

12. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევის შესახებ;

13. საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ;

14. საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;

15. გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ;

16. გამგეობის  სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ;

17. გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.

July 1, 2014

გამოსაშვები ზეიმი ბაგა-ბაღებში (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზეიმების დრო დადგა. თითეული ბაგა-ბაღის აღსაზრდელი მხიარული ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით იწონებდნენ თავს მოწვეული სტუმრების წინაშე და სიყვარულით დაემშვიდობნენ ბაღის ზღაპრულ სამყაროს. მუნიციპალიტეტის მაშტაბით 260 ბაღდამთავრებული ემზადება სკოლაში წასასვლელად. ვულოცავთ ყველა პატარას ამ ლამაზ დღეს და ცხოვრების ახალი ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებთ!

June 12, 2014

ბიუროს სხდომა (EN)

2014 წლის 12 ივნისს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 2 ივნისის N06/778 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის თემის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტების ნუმერაციის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 2 ივნისის N06/816 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის თემის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

3. ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის თემში მცხოვრებთა (N54 09.06.2014) განცხადების განხილვა (ოტია სიჭინავასთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ)
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მ. გულუა 2014 წლის 10 ივნისის N372 წერილის განხილვა (ჭალადიდის თემში არაკეთილსაიმედო ზონის გაუქმების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

June 10, 2014

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ხობის „იმედი“ გახდა (EN)

4-8 ივნისს ახალციხის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა. ჩემპიონატში საქართველოს რეგიონულ გუნდებთან ერთად აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალის გამარჯვებული ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ (დირექტორი ზ. ლატარია) ნორჩი ფეხბურთელები გახდნენ. საბოლოო შეხვედრაში ხობის „იმედი“ ზესტაფონის გუნდს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმების შედეგად პირველობა ხობის გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები ფესტივალის ორგანიზატორების მიერ პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი საზეიმოდ რაბათის ციხეში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით დასრულდა.

June 6, 2014

მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში დასრულდა (EN)

2-6 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სპორტული ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლის ფოიეში ჩატარდა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრის გამარჯვებული გოგონათა შორის გახდა ლანა ტაბაღუა (სოფელი შუა ხორგა). ხოლო ვაჟთა შორის პირველობა ზაზა გელაშვილს (ხობი) ერგო. გამარჯვებული მოთამაშეები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

June 5, 2014

ნუგზარ წურწუმია სლოვენიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება (EN)

ქ. თბილისში 2-4 ივნისს გაიმართა ჩემპიონთა საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის ჩემპიონთა გუნდები. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავეებმა ნუგზარ წურწუმიამ, ჯონი ხეცურიანმა, სოსო შურღაიამ, შოთა იოსავამ და გიორგი სოსელიამ (მწვრთნელ-მასწავლებლები მ. ყორშია, ა. ხუნჯუა). ტურნირი წარმატებული გამოდგა ნუგზარ წურწუმიასთვის, რომელმაც სძლია ირანელ, სომეხ და ქართველ მოჭიდავეებს და ყველა მოგებით 46 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონი გახდა. ამ მოგებით ნ. წურწუმიამ კიდევ უფრო გაიმყარა ადგილი საქართველოს ნაკრებში, რომელთანაც ერთად 15-20 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვაკეთში გაემგზავრება.

June 5, 2014

აქცია „ დავრგოთ ხე, გავალამაზოთ გარემო“ (EN)

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქცია "დავრგოთ ხე, გავალამაზოთ გარემო" ჩატარდა, რომელშიც ხობის მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა და ახალგაზრდებმა. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ქალაქის პარკის ტერიტორია და დარგეს ბზის ნერგები.

June 4, 2014

პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (EN)

ქ. თბილისში 3 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სააქტო დარბაზში ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა ხობის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების საფუძველზე პრეზენტაცია მოაწყო.

June 3, 2014

ახალციხის მუნიციპალიტეტი მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს მასპინძლობს (EN)

3-7 ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტში, მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე და ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები. მათ შორის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ (დირექტორი ზ. ლატარია) ნორჩი ფეხბურთელები. თამაშები ჩატარდება წრიული სისტემით. გამარჯვებული გუნდები ფესტივალის ორგანიზატორების მიერ პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

June 2, 2014

მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა შორის პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში სტარტი აიღო (EN)

2 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სპორტული ღონისძიების პროგრამის ფარგლებში კულტურის სახლის ფოიეში სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა შორის პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც 6 ივნისს საზეიმოდ დასრულდება. გამარჯვებული მოთამაშეები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. შეჯიბრის მიზანია მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

June 1, 2014

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე (EN)

ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების ცენტრისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ხატვის წრის აღსაზრდელებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ თანამშრომლებმა ხობელ პატარებთან ერთად ასფალტი ათასფრად მოხატეს. მოსწავლეთა სახლის ფოიეში მოეწყო გამოფენა. ნორჩმა ჟურნალისტებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „დაგვიცავით, გაგვიფრთხილდით, გვასწავლეთ ცხოვრება“,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელებმა. „ანიმაციის განვითარების ფონდის“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიხსნა ორდღიანი ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ექო თოფუზი 2014“, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება. ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარ

  • <<
  • <
  • ...
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • 173
  • 174
  • 175
  • 176
  • 177
  • 178
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By