• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

September 3, 2014

საკრებულოს თავმჯდომარის მონიტორინგი (EN)

3 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ბიუროს წევრებთან ერთად მონიტორინგის მიზნით შემოწმებები განახორციელა საკრებულოს მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირების, კერძოდ განათლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრებში ასევე შპს „დასუფთავება და განათებაში”. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დისციპლინას, შინაგანაწესს, გუნდურ მუშაობას და სამუშაო გრაფიკში არსებულ ცვლილებებს, კერძოდ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ შეახსენა მათ 1 სექტემბრიდან სამუშაო საათის 09:00 საათზე დაწყებისა და 18:00 საათზე დასრულდების შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან მკაცრი გაფრთხილებები მიიღეს დაგვიანების მქონე იურიდიული პირების თანამშრომლებმა.

September 2, 2014

ოპერატიული თათბირი საკრებულოს თანამშრომლებთან (EN)

2 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ედიშერ ჯობავამ, ბიუროს წევრებთან ერთად   საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან თათბირი გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც დისციპლინას, შინაგანაწესსა და გუნდურ მუშაობას ასევე აქტუალური და პრობლემური საკითხების მოგვარებასა და მათი გადაჭრის გზებს, თანამშრომლებს მიეცათ შესაბამისი დავალებები.

თათბირზე ისაუბრეს სამუშაო გრაფიკში არსებულ ცვლილებებზე, როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა სამუშაო საათი 1 სექტემბრიდან 09:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. 

September 2, 2014

ხობის „კოლხეთის“ პირველი საშინაო მატჩი (EN)

1 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი პირველი ლიგის გუნდებს შორის,  ხობის „კოლხეთმა“ ბორჯომის „ბორჯომს“ უმასპინძლა. მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ბორჯომის „ბორჯომმა“ მოიპოვა.

September 1, 2014

ნარდის ტურნირი ჟურნალისტებს შორის დასრულდა (EN)

31 აგვისტოს, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ დასრულდა გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი ნარდში ჟურნალისტებს შორის, რომელიც “განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ - “ხობის” პრეზიდენტის გოდერძი ბუკიას ინიციატივითა და უშუალო მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირში საქართველოს ტელე და ბეჭდვითი მედიის 25-მდე წარმომადგენელთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მედიასთან და პრესასთან ურთიერთობის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. 
საინტერესო და დაძაბული პაექრობის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებულის ტიტული და ღია საერთაშორისო ტურნირის საგზური საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ თამაზ ტყემალაძემ მოიპოვა. მე-2 ადგილზე გავიდა ტვ-3-ის ოპერატორი ნიკოლოზ სანიშვილი. საქართველოს ნარდის კლუბის დირექტორმა ნინო თევზაძემ პირველი ადგილის მფლობელს გოგი ბუკიას სახელობის თასი გადასცა. ხოლო მე-2 ადგილზე გასულმა გოდერძი ბუკიასაგან საჩუქრად მიიღო საგზური დაბა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ და ასევე, გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება. ორგანიზატორების განცხადებით ტურნირი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მას მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებიც შემოუერთდებიან.

August 29, 2014

დასუფთავების მასშტაბურ აქციას ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა (EN)

29 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტების ჩართულობით დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო ხობის მუნიციპალიტეტიც.  საკრებულოს, გამგეობის, ადმინისტრაციული ერთეულებისა  და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად აქციის ფარგლებში  ქალაქის და  ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორია დაასუფთავეს. ტერიტორია  გაიწმინდა  წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან, ჩამოიხსნა შენობებზე, სკვერებში, ბოძებსა თუ სხვა ადგილებში გაკრული საარჩევნო პლაკატები. ასევე მოწესრიგდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

August 29, 2014

ნარდის ტურნირში ჟურნალიტები ერთვებიან (EN)

30 და 31 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“  ტარდება  ჟურნალისტ გოგი ბუკიას სახელობის მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირი ჟურნალიტებისთვის ნარდში, რომელიც “განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ - “ხობის” პრეზიდენტის, გოდერძი ბუკიას ინიციატივითა და უშუალო მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება, წელს  უკვე მეორედ ტურნირში აქიურად მონაწილეობენ მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი და წარმატებული ჟურნალისტები საქართველოს მასშტაბით დიდი ინტერესით ერთვებიან შეჯიბრში, განსაკუთებული აღნიშვნის ღირსნი სპორტის სფეროში მოღვაწე ჟურნალიტები არიან.  ნარდის ტურნირში გოგის მშობლიური ქალაქ ხობიდან  ადგილობრივი ბეჭდური მედიის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მედიასთან და პრესასთან ურთიერთობის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან. გამარჯვებული ჟურნალისტი მოიპოვებს საგზურს გოგი ბუკიას სახელობის ღია საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

August 29, 2014

დასრულდა ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის ტურნირი (EN)

29 აგვისტოს ქვემო ქვალონში დასრულდა ხობის საფეხბურთო სკოლის, ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "კოლხეთის" გუნდების ყოფილი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში.
ტურნირი საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი" ხობის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს: ხობის "იმედის", ფოთის "კოლხეთის" სენაკის "ეგრისი-2" ის, მარტვილის საფეხბურთო სკოლა-2 ის, სენაკის "ეგრისის", ფოთის "კოლხეთი-2" ის, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "იმედი-2" ის ფეხბურთელთა გუნდებმა. შეჯიბრი გაიმართა როგორც უმცროსი ასაკის ისე უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის.
უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის გამარჯვება ნუტის მეგობრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს ხვდა წილად, ხოლო მეორე ადგილზე ხობის "იმედის" ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. უმცროსებს შორის პირველი ადგილი ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ხობის "იმედის" ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. აღსანიშნავია რომ თამაშში ჩაერთვნენ ნუტის ხობელი, მარტვილელი, ფოთელი და სენაკელი მწვრთნელები მატჩი ამხანაგური ანგარიშით 3:3 დასრულდა. ტურნირის დახურვის ცერემონიალს ნუტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გემგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია,ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

August 28, 2014

კონფერენცია 'ღვთისმშობლის კალთის ქვეშ“ (EN)

28 აგვისტოს ხობში, ნოჯიხევის  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „ღვთისმშობლის კალთის ქვეშ“, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსხაურის ორგანიზებით წელს პირველად გაიმართა.

კონფერენციაზე  წარმოდგენილი იყო თემები: „ხობის მონასტერი არქეოლოგია და სიწმინდეები“ (მომხსენებელი გოგიტა ჩიტაია), „თორსის არქეოლოგიური გათხრები ძველი კოლხური კულტურისა და ანტიკური ხანის ნამუშევრები“ (მომხსენებელი ლევან ჭაბაშვილი). კონფერენციის დასასრულს საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა  სადაც ყურადღება გამახვილდა ხობის მონასტრის მნიშვნელობაზე, მასში დავანებულ სიწმინდეებზე და მათ ისტორიაზე. ასევე გაკეთდა მიმოხილვა ხობის მონასტრის კათალიკოსთა მოსაზრებების სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში არსებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, დაისახა სამომავლო გეგმები.

კონფერენციას სამღვდელოებასთან და მოწვეულ სტუმრებთან   ერთად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი,   ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსხაურის  უფროსი როზეტა შულაია, ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

August 28, 2014

საზეიმო წირვა ხობის მონასტერში (EN)

 

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავენ, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტშიც. ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა.  საზეიმო წირვა-ლოცვას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მრველთან ერთად დაესწრნენ.

August 27, 2014

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოლოცვა (EN)

ძვირფასო ხობელებო!

მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, დედა ღვთისა იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე, მადლისა და წყალობის მარად მომნიჭებელი.

საუკუნეების მანძილზე ღვითისმშობლის კვართი ხობში, ნოჯიხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იყო დაბრძანებული ამ ბრწყინვალე დღესასწაულისა და წმიდა კვართის მადლი და ძალა ფარავდეს ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს.

ყველას გილოცავთ მარიამობას, გისურვებთ სიყვარულს, სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს.

ედიშერ  ჯობავა,

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,

August 27, 2014

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა (EN)

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის ურთიერთთანამშრომლობით, „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 2014 წლის 27დან 31 აგვისტოს ჩათვლით ხორციელდება ლაშქრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რომლის მიზანია „ ახალგაზრდული ტურიზმის“ პოპულარიზაცია. ლაშქრობა დაგეგმილია 4-5 დღის განმავლობაში „ტობა-ვარჩხილის“ მიმართულებით. პროექტის მიზანია, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათი განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, მიაწოდოს ინფორმაცია, აუმაღლოს ცნობიერება ახალგაზრდული ტურიზმის პოტენციალისა და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების შესახებ, რათა შემდგომში ახალგაზრდებმა თანამოაზრეებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი ტურები, რაც მომავალში დასაქმების საკითხსაც შეუწყობს ხელს. ლაშქრობის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგ-სემინარები ტურიზმის განვითარების წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხების შესახებ. სამინისტრო ასევე, უზრუნველყოფს მონაწილეებს კვებით, საძილე ტომრებითა და ყველა საჭირო ინვენტარით.
პროექტში ჩართულია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ლაშქრობის მოსაწყობად საჭირო ინვენტარისა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ტრანსპორტირებას. 
ხობის მუნიციპალიტეტიდან ლაშქრობაში მონაწილეობას იღებს 3 ტურიზმით დაინტერესებული ახალგაზრდა. ხობიდან ახალგაზრდების ტრანსპორტირებას მუხურამდე (ლაშქრობის საწყისი პუნქტი) და ლაშქრობის დამთავრების შემდეგ- ხაიშიდან ხობამდე -უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

August 27, 2014

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვირეული "ღვთისმშობლის კალთის ქვეშ" (EN)

8 აგვისტო – 09:00 სთ. სადღესასწაულო ლიტურღია ხობის ხარების დედათა 
მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

28 აგვისტო - 18:00 სთ კონფერენცია "ღვთისმშობლის კალთის ქვეშ ", ხობის 
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერი.

29 აგვისტო -
სასულიერო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
ხობის კულტურის სახლი.

30 აგვისტო – 18:00 სთ "პოეზიის საღამო" სოფელ პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსი.
წმ.ცოტნე აღმსარებლის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრი. 

30 აგვისტო - 19.00 სთ
კვირეულის დახურვა, ხობის კულტურის სახლი.

August 25, 2014

მაღალტექნოლოგიური კლინიკის მშენებლობის გახსნა (EN)

2014 წლის 25 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საძირკველი ჩაეყარა ეროვნული მნიშვნელობის, მრავალპროფილიანი რეგიონული საავადმყოფოს მშენებლობას.

მშენებლობის საძირკველის  ჩაყრის ცერემონიალს ესწრებოდნენ მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მხარის გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები,მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და  გამგებელი გოჩა ქაჯაია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამსწრე საზოგადოების წინაშე აღნიშნა, რომ  „თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების  კლინიკის პროექტი, რომელიც მოემსახურება მთელს რეგიონს, იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა.

პროქტის ღირებულება აჭარბებს 40 მილიონს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამეგრელოსა და მიმდებარე რეგიონებში სამედიცინო მომსახურეობას, რაც მთავარია ერთმანეთთან დააკავშირებს ენგურის ორივე მხარეს, აქ მკურნალობას შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები, რომლებსაც ყველა იმ სიკეთით სარგებლობა შეეძლებათ, რასაც ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს.

საბოლოოდ კლინიკაში დასაქმდება 600 ადამიანი-სამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, ეს იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო“

August 23, 2014

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მილოცვა (EN)

დღეს 23 აგვისტოს გამოცხადდა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, უმაღლესს სასწავლებელში ჩარიცხულთა ნაკადს არაერთი სტუდენტი შეემატა ხობის მუნიციპალიტეტიდან.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო უერთდება ამ დიდ სიხარულს და თითოეულ სტუდენტს უსურვებს წარმატებებს როგორც პირად ასევე ქვეყნის სასიკეთო საქმიანობაბში.

August 22, 2014

საკრებულოს ბიუროს სხდომის ანგარიში (EN)

 2014 წლის 22 აგვისტოს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 აგვისტოს N06/1317 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების ანგარიშის თაობაზე)

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 აგვისტოს N06/1318 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივლისის შესრულების ანგარიშის თაობაზე)

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 21 აგვისტოს 06/1331  წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტების თაობაზე)

(მომხსენებლები: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე;

 ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

 4.  „ფოთის საქალაქო სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირების დანიშვნის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

5. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაინიშნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 2014 წლის 22 აგვისტოს 14:00 საათზე.

  • <<
  • <
  • ...
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By