ცოტნეობის სახალხო დღესაწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ტურნირი სპორტის უძველეს სახეობა - ლელობურთში, გოგი ბუკიას სახელობის პირველობა ნარდში, რუბენ და იური ბახიას სახელობის პირველობა ჭადრაკში, ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში და მკლავჭიდში. ტურნირებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. სპორტული ტურნირების დასრულების შემდეგ ჭონისძიება გაგრძელდა სახალხო სეირნობით. ღია ცისქვეშ წარმოდგენილია სამეგრელოს ეთნოკულტურა ტრადიციული ფაცხებით, მეგრული ეზოსა და ყოფაცხოვრების დამახასიათებელი ნიშნებით, სტუმარ-მასპინძლობის კუთხური ადათითა და ქორწილით.