ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულს! იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, ეჩვენებინა ნათლისღების სახე და მაგალითი. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით გაანაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ ნათლისღების დღის მადლმა.