2015 წლის 22 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა,
სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ზ. ბუცხრიკიძის 2014 წლის 19 დეკემბრის N118/20 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტისა და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 15 იანვრის 06/47 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 იანვრის 06/78 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 22 იანვრის 06/84 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 22 იანვრის 06/85 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
6. „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
9. სხვადასხვა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 23 იანვარს 11:00 საათზე.