13 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი მღებრიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს გადასცა სასოფლო-სამეურნეო- ხვნის ბარათები, გააცნო ინფორმაცია პროექტის მოქმედების ინსტრუქციის შესახებ. აღნიშნული პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის აღორძინება და მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობა.