2015 წლის 16 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ 2015 წლის 10-12 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსების ფარგლებში ჩატარებული ტესტირების შედეგები.
კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოპოვებული ჰქონდა 366 კანდიდატს, რომელთაგან ტესტირებაზე გამოცხადდა და მონაწილეობა მიიღო 257 კანდიდატმა. მონაწილეთაგან დაწესებული ბარიერი გადალახა 148 კანდიდატმა. 29 კანდიდატმა წარმოადგინა ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის გამართული კონკურსების ფარგლებში ტესტირების გავლისა და მიღებული ქულების შესახებ, რის საფუძველზეც მათ მიეცა მესამე ეტაპში მონაწილეობის უფლება.
კონკურსის მეორე ეტაპის საბოლოო შედეგებით, გასაუბრებაზე დაშვებულია 177 კანდიდატი.
კონკურსის მეორე ეტაპის ბარიერგადალახულ კანდიდატთა სია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს საკრებულოს ვებ-გვერდის საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართზე: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2014-tseli/dekemberi/shedegebi/iii-etapi#.VL9Ll9KsU9k