შეღავათიანი აგროკრედიტის მე-3 კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“-ი (დირექტორი ალიკა გაბუნია), წარმატებით მუშაობს ხობის მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ შპს-ზე გაიცემულ იქნა შეღავათიანი აგრო სესხი 391.166 ლარის ოდენობით, საწარმო ახორციელებს თხილის გადამუშავებას, დღეში 4 ტონის ოდენობით. ამჟამად იქ დასაქმებულია 25 ადამიანი, საწარმოს ხელმძღვანელების განმარტებით უახლოეს მომავალში დაგეგმილია 70 ადამიანის დასაქმება.