საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხვნის სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, ძველ ხიბულაში, საჯიჯაოში, ქვემო ქველონსა და ჭალადიდში დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ანგულ მიქავამ.
ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ დასამუშავებელია 9 609 ჰექტარი მიწის ფართობი. პროექტის კონტრაქტორები არიან შპს „მექანიზატორი“, ამხანაგობა „სოფლტექსერვისი“, ინდმეწარმეები „რომან ხარეიშვილი“, „ზურაბ ახალაია“, „მამუკა ტყებუჩავა“. სასოფლო-სამეურნეო ხვნის ბარათით წელს 7728 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მუშავდება.