ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 7 მარტის სხდომაზე შეჯამდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსების შედეგები.
კონკურსების მესამე ეტაპში, 91 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მონაწილე 129 კანდიდატის 199 განაცხადიდან (მათ შორის: გამგეობა - 174, საკრებულო - 25) დაკმაყოფილდა 80 განაცხადი (მათ შორის: გამგეობა - 73, საკრებულო - 7), შესაბამისად, კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილია 80 კანდიდატი. კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა 11 ვაკანტურ თანამდებობაზე.
ინფორმაცია საჯარო კონკურსების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ ვებგვერდზე, „ვაკანსიის“ ბლოკში, შემდეგ მისამართზე: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2014-tseli/dekemberi/shedegebi/saboloo-shedegebi#.VQLuIXysU9k