სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდმა „იმედი“(მწ. რევაზ ქაშიბაძე) 21 მარტს შეხვედრა გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში 2003-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა სკოლის გუნდთან შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა, ხოლო ამავე ტურნირის ფარგლებში 22 მარტს გუნდმა „იმედმა“ (მწ.ლევან ნოდია) 2001-2002 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის დაამარცხა აბაშის საფეხბურთო სკოლის გუნდი 2-0. ასევე ქალაქ ხობში ჩატარდა 2014-2015 წლების იმერეთი-გურია სამეგრელოს ღია ჩემპიონატი (რამაზ შენგელიას) თასზე 1997-98 ჭლებში ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის, ხობის საფეხბურთო სკოლის გუნდი „იმედი“ (მწ. ფ.გოცირიძე) დაუპირისპირდა ცაგერის საფეხბურთო გუნდს, შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს გამარჯვებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მომავალ შეხვედრებშიც წარმატებებს უსურვებს მათ.