13-15 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ვლადიმერ მაისურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს სასპორტო სკოლებისა და აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაკრები გუნდები (სულ 235 მონაწილე).
ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა. 52 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ჯონი ხეცურიანმა, 56 კგ წონით კატეგორიაში II ადგილი გიორგი სოსელიამ მოიპოვა, (მწვრთნელ-მასწავლებელი ალმასხან ხუნჯუა, საჯიჯაოს ჯგუფი), ხოლო მეოთხე ადგილზე გავიდა ნიკა ყორშია. სამივე მოჭიდავე, 18-28 თებერვალს, ნაკრებ გუნდთან ერთად სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გაივლის ბაკურიანში, სადაც ზაფხულის ევროპის ჩემპიონატისთვის შეირჩევიან მონაწილეები.