6 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან, რომლებსაც გააცნეს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“. ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია შეღავათიანი აგროკრედიტის და „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამებზე, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პუნქტის შექმნის შესახებ, ინფორმაცია სიმინდისა და სოიოს ჰიბრიდულ ჯიშებზე და მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის საკითხებზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა ფერმერებს შესთავაზა მათ კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის უფასოდ აღება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.