10 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შიდასაწრეო ლიტერატურული კომპოზიცია „დედა და გაზაფხული“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნორჩმა ჟურნალისტებმა, გამომეტყველებითი კითხვის, ფოლკლორის, ნორჩ ფიზიკოსთა და ნორჩ მხატვართა წრის მოსწავლეებმა. წარმოდგენილი იყო ნორჩი მხატვრის გელა გულუას გრაფიკული ნამუშევრები. ღონისძიებას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.