30 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავამ, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრიამ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს სათნოების სახლის ბენეფიციარებს, უსურვეს მათ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელისუფლების მხრიდან მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას დაპირდნენ მათ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სათნოების სახლის 120 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ასევე შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ დირექციამ ბენეფიციარებისთვის საახალწლო საჩუქრად სათნოების სახლის სამზარეულოს გადასცა 699 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების მარაგი.