29 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილების უფროსმა ბადრი ჭითაშვილმა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N291 დადგენილების შესაბამისად სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს გადაუდებელი პირველადი დახმარების სახით შუა ხორგაში მცხოვრებ სვეტლანა დუდკოს, ჭალადიდში მცხოვრებ მთვარისა გიგაშვილსა და ქ. ხობში მცხოვრებ ნონა მირცხულავას ოჯახებს გადასცეს სოლიდური პაკეტი: გაზქურა, საკვები პროდუქტების მარაგი, სასკოლო ინვენტარი და საწოლი.
ასევე, საქართველოს პარლამენტის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ტრადიციული საქველმოქმედო საახალწლო პაკეტი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გადასცეს მრავალშვილიან დედებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვეტერანებს, 100 წელ გადაცილებულ მოხუცებს და მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.