ძვირფასო ხობელებო, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დამდეგი შობა-ახალი წლის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქართველი ხალხისთვის ახალი წლის მობრძანება, ტრადიციულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყვარელია, ვინაიდან ეს ასოცირდება უკეთესობისკენ მუდმივ სწრაფვასთან, საუკეთესო შედეგების მისაღწევად. საქართველო, ამ მხრივ ისტორიულად, მყარად დგას უძველეს საყრდენებზე, ეს ის ღირებულებებია, რომლებმაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო ცივილიზაციაში და მოგვიყვანა დღემდის. სწორედ ამ გენეტიკურმა ძალამ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენი მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში, რათა ვაშენოთ ქართულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს თანამედროვე დემოკრატიულ და თავისუფალ მსოფლიოში.
ხობის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას გვაქვს რეალური საფუძველი, რომ ჩვენს მოსახლეობას მივმართოთ საახალწლო დაპირებით: 2015 წელი იქნება ეკონომიკური აღმავლობისა და წარმატებების წელი, ვინაიდან ამ დროისათვის სხვა მნიშვნელოვან პროგრამებთან ერთად განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აუცილებლად პოვებს პოზიტიურ ასახვას ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. გისურვებთ, რომ დამდეგი ახალი წელი ყოველი თქვენთაგანის ოჯახისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, დღეგრძელობის, ბარაქის, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი.
ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.