12 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელების შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს დავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი გოჩა არაჩემია და სხვა ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც უპასუხეს აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებისთვის საინტერესო შეკითხვებს მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
დასასრულს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მუნიციპალიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და უსურვეს მათ წარმატებები შემდგომ საქმიანობებში.