2015 წლის 8 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსების მეორე ეტაპის - ტესტირების ჩატარების პირობებისა და გრაფიკის შესახებ.
სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“ შეთანხმებით, კომისიის გადაწყვეტილებით, ტესტირება ჩატარდება 10, 11 და 12 იანვარს, ქ. ზუგდიდში, იუსტიციის სახლში (თეატრის ქ. N2).
დაინტერესებულ პირს, დამატებითი ინფორმაცია ტესტირების შესახებ შეუძლია იხილოს ვებ-გვერდის საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართზე:http://khobi-sakrebulo.ge/…/20…/dekemberi/shedegebi/ii-etapi
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსის მეორე ეტაპის - ტესტირების გრაფიკი: