ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა საახალწლო საბავშო ზეიმი, სადაც მონაწილეობდნენ ამავე სახლის მოსწავლე ახალგაზრდები. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის საახალწლო სიმღერები, ცეკვები ლექსები და ლიტერატურული წარმოდგენები, ასევე გაიმართა სამხატვრო ხელმძღვანელების დახმარებით, ნორჩ მხატვართა მიერ შექმნილი ესკიზების ჩვენება, პატარა მოდელების შესრულებით. ღონისძიების მსვლელობისას მეკვლემ დალოცა მონაწილეები და ბედნიერი ახალი 2015 წლის დადგომა უსურვა. ბოლოს კი თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრებით დაასაჩუქრა ბავშვები.