31 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობისა და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე განხილულ იქნა ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი და ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტს გამოეყო თანხა 49400 ლარის ოდენობით, რისი ასახვაც მოხდა აღნიშნულ პროექტში.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.