შპს "ახალი ხილის" მიერ ხობში სამაცივრე კომპლექსი შენდება. მშენებლობა გ.ჭყონდიდელის ქუჩაზე 2016 წლის მიწურულს დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ბიუროს უფროსმა პლატონ (პაატა) ბერაიამ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ მიმდინარე სამშენებლო სამუშაო დაათვალიერეს.