შპს "ახალი ხილის" მიერ ხობში სამაცივრე კომპლექსი შენდება. მშენებლობა გ.ჭყონდიდელის ქუჩაზე 2016 წლის მიწურულს დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და ბიუროს უფროსმა პლატონ (პაატა) ბერაიამ მიმდინარე სამშენებლო სამუშაო დაათვალიერეს.