ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს ულამაზესი საღამო მიუძღვნა და მათი მოწვევით 11 ივნისს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი ანზორ ერქომაიშვილისა და ფრიდონ სულაბერიძის ხელმძღვანელობით. სცენაზე ტკბილ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ენაცვლებოდა ცეცხლოვანი ქართული ცეკვები, რამაც დარბაზში მყოფ მაყურებელში უდიდესი ემოცია გამოიწვია, რის ნიშნადაც დარბაზში არ წყდებოდა ხანგრძლივი ტაში და ოვაციები.
კონცერტს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.