ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი შპს „ხობი დასუფთავება და განათება“ ქალაქ ხობის სკვერებსა და პარკებში სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვას ახორციელებს. ქალაქში, ექვსი ათასი ლარის ღირებულების, 12 ათასი ერთეული ნერგი დაირგვება.
გარდა ამისა, „ხობი დასუფთავება და განათების“ თანამშრომლების მიერ, ქალაქის ქუჩებსა და სკვერებში გაფხვიერდა ნიადაგი, გაისხლა დეკორატიულ ხე-მცენარეები და ბუჩქები, ჩატარდა ერთწლოვანი ყვავილების მოვლითი სამუშაოები, მომზადდა ნიადაგი ერთწლოვანი მცენარეების დასარგავად