ქალაქ ქობულეთში 13-14 ივნისს საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის, გაიმართა სამუშაოს ანალიზისა და სამუშაოს აღწერილობის ტრენინგი. მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით გავლისთვის გადაეცათ სერტიფიკატები.