14 ივნისს ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკაში ხობის N1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საზეიმო ღონისძიება გაიმართეს სახელწოდებით „გზა სკოლისაკენ“. გამოსაშვები ჯგუფის მიერ წარმოდგენილმა „სასკოლო მზაობის პროგრამის“ ფარგლებში შესწავლილმა როლურმა თამაშებმა, შემცნებით-გასართობმა აქტივობებმა და საკონცერტო ნომრებმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკივინია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. სტუმრებმა აღსაზრდელებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს ეს ღირშესანიშნავი დღე და წარმატებები უსურვეს მათ.