რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გურამიშვილის ქუჩაზე მოეწყო ასფალტო ბეტონის გზა, ეზოებში შესასვლელებით, ამ ქუჩაზე ასევე მიმდინარეობს რკინაბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოებს შპს „შარაგზამშენი პირველი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ და ქალაქ ხობის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრმა ლევან ქავთარაძემ დაათვალიერეს.